|
2026-08-22 10:50:15, 2616 ნახვა
ომი უკრაინაში
მოსკოვი მშვიდოებიან მოსახლეობას გამიზნულად კლავს - გერმანიის საგარეო მინისტრი კიევში ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული კიევში შაბათს, 22 აგვისტოს, სოლიდარობის ვიზიტით ჩავიდა, უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავის აღნიშვნამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე. DPA იუწყება, რომ ვადეფული კიევის მთავარ რკინიგზის სადგურზე სპეციალური მატარებლით ჩავიდა და რუსული დრონებითა და სარაკეტო თავდასხმების ესკალაცია დაგმო, მოსკოვი „მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩევლად მკვლელობასა“ და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებაში დაადანაშაულა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის მოსახლეობისთვის საარსებო წყაროს ჩამორთმევას და წინააღმდეგობის გაწევის ნების გატეხვას. მისი თქმით, ივლისისა და აგვისტოს ზაფხულის თვეები უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე სასიკვდილო იყო. „არასდროს გაუშვეს რუსეთმა ამდენი რაკეტა მეზობელი ქვეყნის მიმართულებით“, - ხაზგასმით აღნიშნა ვადეფულმა. მინისტრმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში ჩაერთვება. მან აღნიშნა, რომ არცერთი ქვეყანა არ დებს იმდენ ინვესტიციას უკრაინის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაში, როგორც გერმანია. უკრაინაში ეს ვიზიტი ვადეფულის მეოთხე იყო 16 თვის წინ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, უსაფრთხოების მიზნით, წინასწარ არ გამოცხადებულა. კიევში მისი ყოფნის მარშრუტიც არ გახმაურებულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ყურადღება უკრაინის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებზე გამახვილდება. გერმანელი მინისტრი უკრაინის დედაქალაქში რუსეთის მიერ კიევზე ბალისტიკური რაკეტებითა და რეაქტიული დრონებით 22 აგვისტოს ღამეს განხორციელებული დარტყმის შემდეგ ჩავიდა. კერძოდ, რუსულმა რაკეტებმა კიევის დარნიცაში მდებარე რკინიგზის კომპანია დაბომბა, რის შედეგადაც „უკრზალიზნიცას“ თანამშრომელი დაიღუპა.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)