|
2026-08-20 19:58:18, 1879 ნახვა
პოლიტიკა
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ციხიდან მორიგი წერილი გავრცელა. ყოფილი მაღალჩინოსანი ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ წარმოებულ პროპაგანდასა და შანტაჟზე საუბრობს და აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების გამო იძულებულია საკუთარი თავი და ოჯახი დაიცვას. „თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ... შედეგად, ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის. ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე... მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ.“ ღარიბაშვილი იხსენებს მის დაკავებასა და 5-წლიან პატიმრობას, რაც, მისი შეფასებით, გუნდის შიგნით არსებული ჯგუფის ცრუ წარმოსახვების, შურისა და ეჭვების შედეგია. იგი ხაზს უსვამს, რომ რვა თვის განმავლობაში დუმილს ინარჩუნებდა ბიძინა ივანიშვილისადმი პატივისცემისა და გუნდის ინტერესების გამო, თუმცა ხელისუფლებამ იგი მოატყუა და „დაუნდობელ სამსხვერპლოზე გაუშვა“. „ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი უარყოფს ბრალდებებს ღალატთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სიცრუის ტირაჟირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ყველა ნაბიჯზე სარკისებურად უპასუხებს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)