|
2026-08-20 16:21:53, 1876 ნახვა
პოლიტიკა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" საკუთრებაში არსებულმა რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ("რუსთავის ფოლადმა") მისი არმატურის საწარმოო ხაზი მეტალურგიულ კომპანია "პიემ მეტალზე" გაასხვისა. ინფორმაციას Bm.ge კომპანიის ამონაწერისა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე იუწყება. „რუსთავის ფოლადმა“ 2025 წლის დეკემბერში დააფუძნა კომპანია „იბერია რიბარი“, რომელსაც გადასცა კომპანიის საკუთრებაში არსებული არმატურის საწარმოო ხაზი, ხოლო 2026 წლის 30 ივლისს “იბერია რიბარის” მფლობელი გახდა ბიზნესმენ გიორგი მირიანიშვილის საკუთრებაში მყოფი „პიემ მეტალი“. იმის შესახებ, რომ კომპანია „რუსთავის ფოლადი“ არმატურის სეგმენტის გაყიდვას გეგმავდა, კომპანიის უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა იგორ კორიტკომ 2026 წლის იანვარში BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არმატურის სეგმენტში საქართველოს ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ რთული იყო, რასაც თან ერთვოდა იმპორტის მნიშვნელოვანი მოცულობაც. სწორედ ამიტომ, კომპანიამ უნაკერო მილების გაყიდვაზე აიღო ძირითადი აქცენტი. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს „რუსთავის ფოლადის“ ჯამური შემოსავალი 285 მილიონი ლარი იყო, საიდანაც არმატურის სეგმენტზე ყველაზე მეტი – 200 მილიონი ლარი მოდიოდა. მანამდე ირაკლი რუხაძემ გაყიდა „ლიბერთი ბანკი“ და ტელეკომპანია „იმედი“.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)