|
2026-08-20 16:07:25, 1901 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
საქართველოს ბანკი ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერას და რეგიონებში ბიზნესის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, 3, 4 და 5 აგვისტოს ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადი გაიმართა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვორკშოპებში ჩართულიყვნენ, ექსპერტებისგან პრაქტიკული რჩევები მიეღოთ, ემსჯელათ საკუთარი ბიზნესების გამოწვევებზე და მიღებული ცოდნა რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობისას გამოეცადათ. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო კურსს გადიან და ინტენსიურ ტრენინგებსა და ვორკშოპებში მონაწილეობენ. მათ ასევე აქვთ წვდომა დამატებით საგანმანათლებლო რესურსებსა და საინფორმაციო შეხვედრებზე, იღებენ პრაქტიკულ რჩევებს ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ბიზნესიდეები ექსპერტებთან ერთად განავითარონ. „საქართველოს ბანკისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალ მეწარმეებს რეგიონებშიც ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და ახალი კავშირები. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ამჯერად ქუთაისში გაიმართა. გვჯერა, რომ მსგავსი შესაძლებლობები ქალ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესების გაძლიერებასა და ახალი იდეების რეალიზებაში დაეხმარება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)