|
2026-08-20 16:05:49, 1199 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
თიბისი კონცეპტი ქმნის იმ განსაკუთრებულ კულტურულ გამოცდილებებს, რომლებიც მუსიკას, ხელოვნებასა და ქართულ იდენტობას აერთიანებს. სწორედ ამ მხარდაჭერის გაგრძელებაა “ფესტივალი „ჯაზი და ღვინო კახეთი“, რომელსაც წინანდლის მამულები 10 ოქტომბერს, უკვე მეათედ უმასპინძლებს. ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა მუსიკის მოყვარულებს საერთაშორისო არტისტებთან შეხვედრის, ქართული ღვინის აღმოჩენისა და კახეთის უნიკალურ გარემოში დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მისცემს. წლევანდელ ფესტივალში 40-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას, მუსიკალურ პროგრამას კი საერთაშორისო სცენის გამორჩეული არტისტები დაამშვენებენ. 14:00 და 16:00 | ამფითეატრის სცენას იტალიური Sugarpie & The Candymen დაიკავებს. ჯგუფი ჯაზის, სვინგის, ბლუზის, სოულისა და როკ-ენ-როლის ენერგიულ ნაზავს აერთიანებს და ცნობილ ჰიტებს სრულიად განსხვავებული, ჯაზური ჟღერადობით აცოცხლებს. სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანოც უმასპინძლებს და ტრადიციულ იტალიურ კერძებს შესთავაზებს. 19:00 | აუდიტორიის წინაშე Fred Wesley Generations წარდგება - ფანკისა და ჯაზის ლეგენდარული მემკვიდრეობის გაგრძელება, ეს არის პროექტი, რომელიც ამერიკული ფანკისა და ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ტრომბონისტისა და კომპოზიტორის Fred Wesley-ის მუსიკალურ მემკვიდრეობას ეფუძნება. ვესლი განსაკუთრებით ცნობილია James Brown-თან და The J.B.’s-თან თანამშრომლობით, სადაც მისი გამორჩეული ტრომბონი და არანჟირება ფანკის კლასიკური ჟღერადობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. 21:00 | ამფითეატრის სცენაზე SOUL TRAIN – JJ’s Hausband feat. Reggie Saunders მსმენელს სოულის, ფანკისა და Motown-ის ოქროს ეპოქის ენერგიას შესთავაზებს. თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება მოქმედებს - წინასწარი გაყიდვების ფარგლებში 20, 21 და 22 აგვისტოს ბილეთებსა და სასტუმროს პაკეტებს სპეციალურ ფასად შეიძენენ. შემდეგ კი ცალკეულ ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: tkt.ge/JazzandWineKakheti
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)