13:32 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-19 19:43:55, 1334 ნახვა

პოლიტიკა
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ისცნობით, ამ დროისთვის იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

2025 წლის 17 აგვისტოს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით ამოქმედებული იყო როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად," - წერია განცხადებაში. 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
სოჭში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, უკრაინამ S-400 სარაკეტო სისტემას შეუტია.
კახეთში 6 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია - ღვინის ეროვნული სააგენტო
8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics