13:33 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-19 17:13:53, 1027 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს

საკრებულოების შუალედურ არჩევნებში, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართება, მონაწილეობას მხოლოდ 2 პარტია მიიღებს: ქართული ოცნება და ლელო-ძლიერი საქართველო. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

"აღნიშნულ სუბიექტებს კანდიდატების წარდგენისთვის ვადა არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა (3 სექტემბერი) აქვთ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა წარუდგინონ". - წერს ცესკო.

3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.

"ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ". - წერია ცესკო-ს განცხადებაში. 

ჯამში 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ცესკო-ს ცნობით, 4 უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ცესკო-ს განცხადებით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 2 201-ია. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოჭში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, უკრაინამ S-400 სარაკეტო სისტემას შეუტია.
კახეთში 6 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია - ღვინის ეროვნული სააგენტო
8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics