|
2026-08-19 17:10:37, 1450 ნახვა
პოლიტიკა
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
2020 წლის გაზაფხულში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შვილის საქმეზე ახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. 19 აგვისტოს პროკურატურასთან შეკრებილ მშობლებს მხარდაჭერა გამოუცხადა არასრულწლოვანების ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ. შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა, ხოლო 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ პროგრამისტმა თავი მოიკლა და საქმე დახურა — ვერსია, რომელსაც ოჯახი დღემდე არ ენდობა. პროკურატურასთან თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა შვილის გარდაცვალება ყოფილ მაღალჩინოსნებს დაუკავშირა და მოითხოვა გამოძიებამ დაადგინოს, რომ ეს მკვლელობა იყო. თავის მხრივ, ეკა კუპატაძემ აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის გვერდით უყოყმანოდ იდგება და მათ ნებისმიერ დროს გაუწევს მორალურ მხარდაჭერას.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)