|
2026-08-19 13:27:10, 2147 ნახვა
საზოგადოება
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის მე-12 წლისთავი მიულოცა. შიო III-მ ონოფრეს (ერისკაცობაში ორესტ ბერეზოვსკი) „თავისი ხალხისა და ქრისტეს ეკლესიისადმი თავდადებული სიყვარულის ჭეშმარიტი მაგალითი“ უწოდა. მან მიტროპოლიტს ჯანმრთელობა და უფლის შეწევნა უსურვა, ხოლო უკრაინასა და სრულიად მსოფლიოს - მშვიდობა და ღვთაებრივი მადლი. შიო III-ს მილოცვის ტექსტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აგრესია დაგმო და გამოაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირს წყვეტს. ამასთან, ოფიციალურად ავტოკეფალია არ გამოუცხადებია და როგორც უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, არც მოსკოვთან არ გაუწყვეტია კავშირები. 2024 წელს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა რუსეთთან კავშირის მქონე რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)