|
2026-08-19 10:29:41, 1084 ნახვა
მსოფლიო
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, თავის თანაშემწეებს ამ შემოდგომაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის ორგანიზებისკენ უბიძგებს. ინფორმაცია The Wall Street Journal-ს ამ საკითხთან დაკავშირებულმა პირებმა გაუმხილეს. ჩინოვნიკების ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა პირადად განიხილა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან პირისპირ შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა აზიაში მისი შემდეგი მოგზაურობის დროს, რომელიც შესაძლოა ნოემბერში ჩატარდეს. თუმცა, როგორც წყაროებმა აღნიშნეს, შესაძლო შეხვედრის ოფიციალური მზადება ჯერ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი პირისპირ შეხვედრას ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის განახლების შანსად მიიჩნევს, ანალიტიკოსებმა და აშშ-ის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადეს, რომ ისინი მნიშვნელოვან პროგრესს არ ელიან, რადგან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალი მხოლოდ გაძლიერდა ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის წინა სამი სამიტის შემდეგ. პირველი ვადის განმავლობაში ტრამპმა კიმ ჩენ ინთან სამი შეხვედრა გამართა: სინგაპურში, ჰანოიში და კორეის საზღვარზე - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ფეხი დადგა ჩრდილოეთ კორეის მიწაზე. მათ დიპლომატიამ კონკრეტული შედეგები არ გამოიღო, თუმცა ტრამპმა დადებითად ისაუბრა მოლაპარაკებებზე და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხე „აღარ არსებობს“. ცნობილია, რომ ფხენიანი აქტიურად ამარაგებს რუსეთს იარაღით და ჯარებით უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის. გასულ შემოდგომაზე ტრამპმა განაცხადა, რომ „სიამოვნებით“ შეხვდებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს და მზად იყო, შეხვედრისთვის სამხრეთ კორეაში ყოფნის ხანგრძლივობა გაეხანგრძლივებინა. ცოტა ხნის წინ ტრამპმა მკვეთრად შეამცირა სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნები, კიმ ჩენ ინთან „ძალიან კარგი ურთიერთობის“ მოტივით. შემდგომში ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მას ყოველთვის დიდი პატივისცემით ეპყრობოდა.
სოჭში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, უკრაინამ S-400 სარაკეტო სისტემას შეუტია.
კახეთში 6 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია - ღვინის ეროვნული სააგენტო
8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)