|
2026-08-18 17:31:18, 1572 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მის გუნდთან შეთანხმებული იყო ბიზნესის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის გადატანა, - რაც კანონმდებლობის დაცვით მოხდა და მთავრობის ინტერესი „ნდობის აღდგენა“ იყო. მისი თქმითვე, „რუსეთის მომარაგებაზე“ საუბარი აბსურდულია. ირაკლი კობახიძემ 18 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ჩვენთან შეთანხმებული იყო ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი პოლიტიკური მგრძნობიარობა… როდესაც ბიზნესმა გამოთქვა ასეთი ინტერესი, ჩვენთან შეათანხმეს. ჩვენ დავინახეთ სარგებელი, მათ შორის ნდობის აღდგენის კუთხით“. მისი თქმითვე, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანეს 680 ტონა საწვავი. მისი თქმით, ინიციატივა მოდიოდა არა ბიზნესისგან, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან: „არ ვიცი, კონკრეტულად ვისთან ჰქონდათ საუბარი, მაგრამ შეიქმნა საწვავის დეფიციტი. ეს იყო პრობლემა და თხოვნა იყო დეფიციტის შევსება, რასთან დაკავშირებითაც მოგვმართა ბიზნესმა“. „სავარაუდოდ, იქიდანაც [ინიციატორი] იყო ბიზნესი“, - თქვა მან დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად. „შეიძლება, ბიზნესისთვის ეს იყოს ფულის შოვნა, თუმცა ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის ფულის შოვნა არ იყო მიზანი, ჩვენი მიზანი არის ნდობის აღდგენა. ეს იყო ერთადერთი მოტივი“, - განაცხადა კობახიძემ. მან ასევე განაცხადა, რომ „რუსეთის მომარაგებაზე“ საუბარი არასერიოზულია: „რაც შეეხება „რუსეთის მომარაგებას“ - რუსეთის მოხმარება რაც არის, ამის 0.001 პროცენტია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში. აბსოლუტურად არასერიოზულია იმის თქმა, რომ რუსეთი მარაგდება ამ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში“. „საუბარი იყო ბაზების მომარაგებაზე. ბაზები ჰგონიათ რომ ბორბლებზე დგას და აქეთ-იქით მოძრაობს. სრული აბსურდია ამაზე საუბარი. ნებისმიერ ბაზას თავისი მარაგი აქვს და ეს საწვავი მოიხმარება ძალიან იშვიათად, რადგან ბაზა არ არის მოძრავი ობიექტი, ის არის სტატიკური ობიექტი“, - თქვა მან. მისი თქმით, ოპოზიციას - მათ, ვინც ამ საკითხზე კრიტიკა გამოხატა, - „აქვთ ისტერიკა“.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)