|
2026-08-18 12:28:13, 880 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა
რუსეთმა დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო „უკრაინის კრიზისის ესკალაციაზე ფსონის შეგნებულად დადებაში“ დაადანაშაულა და მოსალოდნელი შედეგებით დაემუქრა. მუქარის შემცველი განცხადება დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ სოციალური ქსელებით გაავრცელა. ტექსტის თანახმად, „რაც უფრო ღრმაა კონფლიქტში ჩართულობა და რაც უფრო მნიშვნელოვანი კიევის ტერორისტული მანქანის მხარდაჭერა, მით მაღალი იქნება ფასი“. თუ რა იგულისხმება ამ „მაღალ ფასში“, დიპლომატიურ წარმომადგენლობას არ დაუკონკრეტებია. მოსკოვის რეაქციას წინ უსწრებდა ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის საწყობებზე დარტყმებისთვის ორი ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული დრონები გამოიყენა. BBC-ს წყაროს ცნობით, ამ დარტყმებმა რუსეთს 35 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტის ზარალი მიაყენა. რუსეთის საელჩოს განცხადებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლონდონი უკრაინის გვერდით დგას და მოსკოვს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ბრიტანეთის მთავრობის სიმტკიცეში, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას. მისივე განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მიაწოდოს უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო საშუალებები. ჯერ კიდევ 2026 წლის აპრილში, ბერლინში გამართული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს უკრაინას სულ მცირე 120 ათას უპილოტო საფრენ აპარატს გაუგზავნის.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)