|
2026-08-14 20:13:15, 1483 ნახვა
საზოგადოება
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების“ ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მიმართავს ავრცელებს. სუხიშვილი აცხადებს, რომ მათ მიმართ წლების მანძილზე არაერთი უსაფუძვლო ბრალდება გამოთქმულა, რასაც მიჩნეული არიან. “გავიხსენებდი თუნდაც იმას, რომ თითქოს 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ვიცეკვეთ, როცა არ გვიცეკვია, თუნდაც ეჭვის ქვეშ რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების დაყენებას. ვთვლი, რომ ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ არაფერი გჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი. მით უმეტეს, არავის ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება. ასევე, მინდა ვახსენო პეტიცია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გარშემო შექმნილ მოვლენებს გამოეხმაურა. მადლობა სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მაგრამ ვთვლი, რომ ესეც არ არის საჭირო. ამით უფრო გავამწვავებთ ქვეყანაში ისედაც გამწვავებულ მდგომარეობას და ამას კიდევ უფრო ზედმეტად მოჰყვება ერთმანეთის ლანძღვა-გინება, რასაც უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ ეს ჩვენ ნამდვილად არ მოგვწონს. ვთვლი, რომ საჭირო არ არის ამის გაბუქვა. მჯერა, ჩემი ხალხის. დიდი მადლობა სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, ჩვენი წარმატების გაზიარებისთვის და დამოკიდებულებისთვის, რასაც ჩვენ ყოველ წუთში ვგრძნობთ, იქნება ეს დარბაზში, კონცერტზე, ქუჩაში, მაღაზიაში, აფთიაქში, კაფეში. ამაზე დიდი ჯილდო ადამიანისთვის არ არსებობს. დიდი მადლობა. ჩვენც ძალიან გვიყვარხარ ყველა, განურჩევლად, რა აზრის ხართ ჩვენზე“, - განაცხადა ნინო სუხიშვილმა ვიდეო-მიმართვაში. რამდენიმე დღის წინ, მედიასთან საუბრისას ნინო სუხიშვილმა დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ანსამბლის სახელით არასდროს წავა რუსეთში, რადგან ქვეყნის 20% ოკუპირებულია. მან აღნიშნა ისიც, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ მეგობრული დამოკიდებულება არც ისტორიულად ჰქონია და არც ახლა აქვს. მის ამ განცხადებას მწვავე პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის მმართველი პარტიის “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან. მანამდე, სოციალურ ქსელში 2013 წლის საარქივო მასალა გავრცელდა, რომლის მიხედვით, ნინო და ილიკო სუხიშვილი რუსულ ტელეარხზე ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა სუხიშვილები “ორმაგ სტანდარტებში“ დაადანაშაულეს.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)