12:36 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-14 12:51:48, 866 ნახვა

საზოგადოება
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში ნიკო ნერგაძესთან ერთად შექმნილი YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ ახალი, მე-15 ეპიზოდით გრძელდება.

ამ ვიდეო ეპიზოდში კი გაიგებთ, „როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება?“.

შვებულება დასვენების დროა, თუმცა რამდენად კარგად ვიცით, რეალურად რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე? ახალ ეპიზოდში ნიკო ნერგაძე სწორედ ამ საკითხს იკვლევს და გვიყვება, როგორ დავისვენოთ ისე, რომ შვებულების ეფექტი ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნების შემდეგაც დიდხანს შევინარჩუნოთ.

ვიდეო პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ იმ კითხვებზე პასუხების ძიებას ცდილობს, რომლებსაც მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ აქვს. პოდკასტში განხილული თემები თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა და გვაჩვენებს, როგორ ყალიბდება ცოდნა, რატომ არის კონტექსტი მნიშვნელოვანი და რატომ არ არის ჭეშმარიტება ყოველთვის შავ-თეთრი.

თიბისისთვის განათლება, ცოდნის გაზიარება და მუდმივი განვითარება მნიშვნელოვანი ღირებულებებია. სწორედ ამიტომ ბრენდი მხარს უჭერს საგანმანათლებლო პლატფორმებს, რომლებიც საზოგადოებაში შემეცნებას, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.

გაეცანით „არის ერთი ნიუანსის“ ვიდეო პოდკასტების სრულ ეპიზოდებს





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გახარიას გუნდი შეკრება-მანიფესტაციების შესახებ გამკაცრებული ნორმების გაუქმებას ითხოვს
ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი - TI-ის კვლევა
შვედეთის არჩევნები: ოპოზიციურმა პარტიებმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს
ტრამპი: CIA-ს დირექტორი რეტკლიფი უკრაინის მოლაპარაკებების ყველა ასპექტშია ჩართული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics