|
2026-08-14 12:40:41, 1437 ნახვა
პოლიტიკა
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის რანგში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ყურადღება საქართველოში „რუსოფობიის“ გაღვივებაზე გაამახვილა, 2008 წლის ომი „დიფ სთეითს“ დაუკავშირა და ანტირუსული განწყობების მაგალითებად რუსი ტურისტებისა და რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლის წინააღმდეგ გამართული აქციები დაასახელა. კობახიძის გამოსვლის ფრაგმენტები საინფორმაციო ბარათების სახით გავრცელდა სახელისუფლებო ტელევიზიების („იმედი“, „რუსთავი 2“) და სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ სოციალურ ქსელებში. „მითების დეტექტორის“ მიერ ამ ბარათების მოწონებებისა (likes) და საეჭვო ანგარიშების ანალიზმა გამოავლინა კოორდინირებული არაავთენტური ქცევა (CIB), რომლის მიზანიც სახელისუფლებო გზავნილებისადმი მხარდაჭერის ხელოვნურად გაზრდა იყო. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა 230 ყალბი ანგარიში, რომელთა ფოტოებიც ხელოვნური ინტელექტითაა (AI) შექმნილი. Hive Moderation-ის-ის ინსტრუმენტის თანახმად, პროფილის ფოტოები 90%-ზე მეტი (ზოგჯერ 100%-იანი) ალბათობით AI-ითაა გენერირებული, რაც ვიზუალურადაც დასტურდება ხელებისა და თითების არაბუნებრივი დეფორმაციებით. ანგარიშები იყენებენ იდენტურ ან მსგავს ფოტოებს — მაგალითად, თბილისის ფონზე, ყავის ან ღვინის ჭიქით, თავზე შემოდებული ხელით, სპორტული თუ დასვენების კადრებით — და ზოგ შემთხვევაში იდენტურ სახელებსა და გვარებსაც კი უთითებენ. სოციალურ ქსელში მრავალფეროვანი მხარდაჭერის ილუზიის შესაქმნელად, ქსელი მოიცავს სხვადასხვა ასაკის, გარეგნობის, რელიგიური, ოჯახური თუ სპორტული ინტერესების მქონე პროფილებს. ამასთან, სანდოობის მოსაპოვებლად, AI-ანგარიშები რეალურ სამუშაო და სასწავლო ადგილებს უთითებენ, მათ შორის „თბილსერვისს“, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“, სადაზღვევო კომპანიებს, ბანკებსა და სახელმწიფო უწყებებს. პროფილების უმრავლესობას საქართველოს ქალაქებში გადმოსვლის თარიღად 2026 წლის 20-24 ივლისი აქვს მითითებული. მათ მიერ გამოვლენილი აქტივობა და მოწონებები მთლიანად კონცენტრირებულია მმართველი პარტიის ისეთ კონსპირაციულ ნარატივებზე, როგორებიცაა „გლობალური ომის პარტია“, „დიპ სთეითის გეგმა“, „მეორე ფრონტის გახსნა“ და „რუსოფობია“.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)