|
2026-08-13 13:42:39, 699 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 აგვისტოს CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ზამთარში გადასარჩენად Patriot-ის რაკეტების მხრივ აშშ-ს მარაგების 5% ესაჭიროება, ხოლო "ყველა რუსული ბალისტიკური რაკეტის" გასანადგურებლად – მარაგების 10%. "წელს ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვ, რომ თავიანთი მარაგებიდან რაკეტების 5% მომყიდონ." – აღნიშნა ზელენსკიმ ინტერვიუში. "თუ ისინი 5%-ს მოგვყიდიან, ზამთარს გავივლით და ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ. თუ 10%-ს მოგვყიდიან, ჩვენ ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ." – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა. ბოლო კვირებში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური თავდასხმები გააძლიერა, რის ფონზეც კიევს საჰაერო თავდაცვისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების სერიოზული დეფიციტი აქვს. ივლისში უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 195 ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ 29 ჩამოაგდო. "წელს ჩვენ ორ-ნახევარჯერ ნაკლები გზაგადამჭრელი [რაკეტა] გვაქვს, ვიდრე 2025-ში. რუსეთს კი ყოველთვიურად ორჯერ მეტი ბალისტიკური რაკეტა აქვს, ვიდრე – მანამდე... ყოველ ღამით თავდასხმებია და თვეში ოთხჯერ ან ხუთჯერ მასობრივი თავდასხმები გვაქვს... საშინელი ღამეები. ხალხი ძალიან გმირული და გამძლეა, მაგრამ ისინი დაიღალნენ." – დაამატა ზელენსკიმ. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივლისს თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააყენა Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე უკრაინისთვის ლიცენზიის მიცემის საკითხი. ამასთან, კიევმა აშშ-ს "რამდენიმე ასეული" Patriot-ის რაკეტის მიწოდებაც მოსთხოვა. თუმცა, ტრამპმა რაკეტების მიწოდებაზე უარი განაცხადა, რის საფუძვლადაც შემცირებული მარაგები და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრიორიტეტები დასახელდა. ამ ფონზე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი (CSIS) წერს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აშშ-მ ირანის წინააღმდეგ Patriot-ის სისტემის რაკეტების მარაგების ორი-მესამედი დახარჯა. ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კი ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ "ძალიან ფრთხილად" უნდა იყოს უკრაინისთვის Patriot-ების რაკეტების წარმოებაზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)