|
2026-08-13 10:59:56, 985 ნახვა
საზოგადოება
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
გომისმთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 პირი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების შეფასებით, ორი დაშავებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო ცხრა პაციენტს შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. კლინიკის ექიმის გია კიკაბიძის თქმით, 11 პაციენტი, მათ შორის 6 ბავშვია, მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. „დილის 05:00 საათზე შემოიყვანეს 11 პაციენტი, მათ შორის 6 ბავშვია, მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. მართვით სუნთქვაზე არცერთი მათგანი არ არის. ინტენსიურში მყოფებს მცირე ზომის სისხლჩაქცევა უფიქსირდებათ, კონტაქტურები არიან, საოპერაციო არცერთი მათგანი არ არის. ბავშვების კლინიკიდან გაყვანა შესაძლებელია, თუმცა არ ვიცით, ზოგიერთის მშობლები სად არიან, რამდენიმე მათგანის მშობელი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული. ბავშვების ასაკი 4-დან 15 წლამდეა”, - აღნიშნა ექიმმა. შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. სამგზავრო მიკროავტობუსი გომისმთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)