|
2026-08-12 18:10:23, 1718 ნახვა
საზოგადოება
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
ლიბერთის მხარდაჭერით „იბერია 1999"-მა UEFA Europa League-ის III საკვალიფიკაციო ეტაპის მნიშვნელოვანი მატჩი წარმატებით დაასრულა და Conference League-ზე ადგილი უკვე გაინაღდა.
11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „იბერიამ" ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მომდევნო ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში „იბერია 1999" UEFA Europa League-ის ეტაპზე იასპარეზებს.
„იბერიას" წარმატება ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. კლუბმა ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას, ქართული ფეხბურთის გაძლიერებასა და კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას დაუთმო. „იბერია 1999" საქართველოს ჩემპიონი 2018, 2024 და 2025 წლებში გახდა, ასევე ფლობს საქართველოს თასს (2019, 2021, 2023) და სუპერთასს (2020, 2024, 2025), რის შედეგადაც დღეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბად მიიჩნევა.
ლიბერთი, 2 წელია რაც კლუბის გენერალური სპონსორია და მხარს უჭერს გუნდის განვითარებასა და წარმატებას. „იბერიას" ისტორიის ახალი ეტაპი ახლა უკვე ევროპულ მოედანზე, ახალი მატჩებით, ახალი გამოცდილებითა და ახალი შესაძლებლობებით გაგრძელდება.
ლიბერთი ბანკის შესახებ :
2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა. ლიბერთი, ბაზისბანკის ჯგუფის წევრი, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.76 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.34 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.64 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.95 მლრდ ლარი. ბანკის 2026 წლის პირველი 6 თვის წმინდა მოგება 53 მილიონი ლარია, ხოლო 2025 წელს წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)