|
2026-08-12 17:10:51, 1130 ნახვა
მსოფლიო
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი შეთანხმების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ გამართულა, — ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა. ანონიმური წყაროს განმარტებით, თეირანის პერსპექტივიდან, შეთანხმებას ოფიციალურად ამოქმედების თარიღი არ ჰქონია, შესაბამისად, მისი ვადა ვერც გაგრძელდება. „გახანგრძლივებაზე საუბარი არ არის, რადგან ირანის პერსპექტივიდან გამომდინარე, არ არსებობს დაწყების პერიოდი და შესაბამისად, გასახანგრძლივებელი არაფერია. შეერთებულმა შტატებმა დაარღვია დროებითი შეთანხმება მისი მიღწევიდან 48 საათის შემდეგ და რამდენიმე დღის შემდეგ გამოვიდა მისგან“, — აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა. მისივე თქმით, შუამავლები ამ ეტაპზე ცდილობენ დაარწმუნონ აშშ, დაუბრუნდეს დროებით შეთანხმებას და განისაზღვროს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მკაფიო ვადები. თუმცა, წყაროს ცნობით, ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი პროგრესი არ შეინიშნება. აღნიშნული განცხადება პასუხია თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც პაკისტანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ თეირანი და ვაშინგტონი ივნისში მიღწეული 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)