|
2026-08-12 16:32:13, 678 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს Deep State ამ რუსოფობიურ კამპანიას
ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს „დიფ სთეითი" ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას , - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის კოორდინირებული კამპანია, რომელიც გარედან იმართება. „დიდ ყურადღებას იმსახურებს რუსოფობიური კამპანია, საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის "Deep State"-ის ახალი დაგეგმილი კამპანია, რომელშიც ჩართულია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთელი პოლიტიკური აქტივი, უცხოური აგენტურა პარტიების სახით, პოლიტიკოსების სახით, NGO-ების სახით და პარტიული ტელევიზიების სახით, მათ შორის, იმიტომ რომ ისინი უზრუნველყოფენ მედიის კუთხით ამ რუსოფობიურ კამპანიას. შესაბამისად, ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს "Deep State" ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საკრუიზო გემს რომ დახვდნენ თქვენი პარტიული აქტივისტები და თქვენ რომ ამას აჟიტირებულად აშუქებდით, ეს საზოგადოების რუსოფობია კი არ იყო, ეს იყო უცხოური აგენტურის რუსოფობია, ანუ თქვენი რუსოფობია, თქვენი პარტიის რუსოფობია. ამაში საზოგადოება არ არის ჩართული. უცხოური აგენტურა აპროტესტებს და მერე უცხოური აგენტურა მედიის სახით ამას აშუქებს. ასე იმართება რუსოფობიური კამპანია. დღესაც ეს ხდება. მაგალითად პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას აშუქებს და წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ. ანუ თქვენ ხართ ჩართული, საზოგადოება არაფერ შუაშია. ზუსტად ამას ვამბობთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის და ქართული საზოგადოების კულტურისთვის რუსოფობია უცხო მოვლენაა, მაგრამ ეს არის უცხო მოვლენა თქვენთვის. ვგულისხმობ უცხოურ აგენტურას. რაშიც იგულისხმება როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე პარტაქტივისტები, რომლებიც ბანერებით დადიან და აწუხებენ რუს ტურისტებს პლაჟზე და ამაში ხართ თქვენ ჩართული, პარტიული ტელევიზიების წარმომადგენლები. ანუ ეს არის კოორდინირებული კამპანია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გარედან იმართება,"- აღნიშნა პრემიერმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)