|
2026-08-12 11:36:22, 1280 ნახვა
საზოგადოება
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის მწარმოებელ შპს „ანაკლიაში“ ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციისა და ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. კომპანიას ჯარიმა დაეკისრა, საწარმოო პროცესი კი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა საწარმო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს. შემოწმების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. მათ შორის, გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამასთან, სააგენტოს ცნობით, დარღვეული იყო პროდუქციის ეტიკეტირების წესებიც. ინსპექტორებმა ასევე დააფიქსირეს ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი შეჩერდა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)