|
2026-08-12 11:35:00, 1248 ნახვა
საზოგადოება
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, ფორმის რეალიზაცია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდება. სასკოლო ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება სპეციალურად განსაზღვრულ რეალიზაციის პუნქტებში ან სამინისტროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით ონლაინ. რეალიზაციის თითოეულ პუნქტში, სულ მცირე, ერთი საბანკო გადახდის ტერმინალი უნდა იყოს განთავსებული. იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციის პუნქტში საბანკო ტერმინალი არ იქნება ან ტექნიკურად გაუმართავი აღმოჩნდება, ფორმის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება საბანკო გადარიცხვით, ასევე „საგანმანათლებლო რესურსების“ შესაბამის სახაზინო კოდზე თანხის ჩარიცხვით და საგადახდო დავალების რეალიზაციის პუნქტში წარდგენით. სასკოლო ფორმის უზრუნველყოფას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, მათ შორის ამ მიზნით დაფუძნებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ განახორციელებს. კომპანია უზრუნველყოფს ფორმების დამზადებას/შესყიდვას, შენახვას, რეალიზაციას, გადაცემასა და აღრიცხვას. წესის მიხედვით, სასკოლო ფორმის შეძენა ან მიღება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ რეალიზაციის პუნქტებში/გაცემის ცენტრებში, ისე ონლაინ. უფასო სასკოლო ფორმით უზრუნველყოფა გავრცელდება იმ მოსწავლეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ბენეფიციარები არიან. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში თითოეულ ბენეფიციარს გადაეცემა:
თუ მოსწავლე ბენეფიციარის სტატუსს სასწავლო წლის განმავლობაში მოიპოვებს, მისი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი „საგანმანათლებლო რესურსებს“ წერილობით მიმართავს. კომპანიამ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიიღოს. ფორმის მიღება/შეძენა ასევე შესაძლებელია შემდგომში მისი დაბრუნების ან გადაცვლის პირობებით. მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ფორმის მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მისი გადაცვლის ან დაბრუნების უფლება ექნება. გადაცვლა ან დაბრუნება დასაშვები იქნება ქარხნული წუნის ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში. ზომის შეუსაბამობისას მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი. ამ შეზღუდვა არ გავრცელდება ქარხნული დეფექტის აღმოჩენაზე. დაბრუნების ან გადაცვლისას ფორმა დაუზიანებელი უნდა იყოს, შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები და ეტიკეტი და არ უნდა ჰქონდეს გამოყენების კვალი. ამასთან, ახალი წესით, სასკოლო ფორმის რეალიზაციისა და უფასოდ გადაცემის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში აღირიცხება, მათ შორის, მოსწავლის შესახებ შესაბამისი მონაცემების მითითებით. წესით განსაზღვრულია ასევე ფორმების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები. ფორმები უნდა ინახებოდეს უსაფრთხო, მშრალ, სუფთა და ტენისგან დაცულ სასაწყობე ფართებში. საწყობი დაცული უნდა იყოს, შენობის პერიმეტრი კი ვიდეომონიტორინგის სისტემით უნდა იყოს აღჭურვილი. წესში ასევე გაწერილია მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი. „საგანმანათლებლო რესურსები“ დაამუშავებს მოსწავლის სახელსა და გვარს, სქესს, პირად ნომერს, დაბადების თარიღს, სკოლას, კლასს, სასკოლო ფორმის ზომას, საცხოვრებელ მისამართს, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საკონტაქტო და, საჭიროების შემთხვევაში, საბანკო მონაცემებს. საჯარო სკოლებს კი ევალებათ სასკოლო ფორმის სავალდებულოდ ჩაცმასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებისთვის აუცილებელი სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, შესაბამისი მონიტორინგისა და პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრა სკოლის შინაგანაწესით.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)