|
2026-08-11 16:21:15, 913 ნახვა
საზოგადოება
12 წლის წინ დაკარგული ბიჭის საქმე: ძებნა უამინდობის გამო დროებით შეჩერდა
ლომისობის დღესასწაულზე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია. დაკარგული ბიჭის დედის, სოფო ბიბილაშვილის განცხადებით, ადგილზე სამართალდამცველებმა უკვე დაათვალიერეს რამდენიმე ტერიტორია, თუმცა პროცესი უამინდობისა და ძლიერი წვიმის გამო დროებით შეჩერდა. როგორც დაკარგული მოზარდის დედა აღნიშნავს, საგამოძიებო ჯგუფი მუშაობის გაგრძელებას ხვალიდან გეგმავს, თუკი ამის საშუალებას ამინდის პირობები მისცემთ. „ამჟამად საგამოძიებო სამუშაოები შეჩერებულია იმიტომ, რომ წვიმა დაიწყო. ისე არ შეჩერებულა... ახლა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებიც გამოდიან, რადგან იქ უფრო ძლიერი წვიმაა. ჯერჯერობით ახალ გარემოებებზე საუბრის უფლება არ მაქვს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. ბევრი ადგილი დათვალიერდა, ხვალ უფრო ბევრს დაათვალიერებენ, თუ, რა თქმა უნდა, წვიმა არ დაიწყება“, — აცხადებს სოფო ბიბილაშვილი. შეგახსენებთ, რომ გურამ დადიანი 12 წლის წინ, ლომისობის სახალხო დღესასწაულზე გაუჩინარდა. საქმეზე საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები დღემდე მიმდინარეობს.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)