04:35 - 30 Oct, 2026
|
2026-08-11 14:31:10, 1101 ნახვა
მსოფლიო
სირიის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადს სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსა და მის უმცროს ძმას, მაჰერ ალ-ასადს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და სამხედრო დანაშაულებისთვის განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. სასამართლოს წინაშე პირადად წარსდგა ასადის ბიძაშვილი ატეფ ნაჯიბი, რომელსაც დარაას პროვინციაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის ასევე სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ნაჯიბი 2011 წლიდან დარააში პოლიტიკური უსაფრთხოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 2024 წლის დეკემბერში დაამხეს, რის შემდეგაც ყოფილი პრეზიდენტი ძმასთან ერთად რუსეთში გაიქცა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)