|
2026-08-11 13:01:39, 675 ნახვა
პოლიტიკა
ჯერ საქართველო: სიმართლით დავიცავთ ქართული მუნდირის ღირსებას, ომი დაიწყო რუსეთმა
პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებლებმა და პარტიის წევრმა ძალოვანი სამსახურების ვეტერანებმა პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს ომში, შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ ქართველ გმირებს. "ქართული ოცნება ამბობს, რომ ჩვენ, ქართული მხედრობა, ისევე როგორც მთელი საქართველო, ყოველი წლის აგვისტოს, საკუთარ მოსახლეობასთან დაწყებულ ომში დაღუპულ გმირებს ვგლოვობთ. ქართული ოცნება ამბობს, რომ მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის მებრძოლები, შინდისის გმირები, ისევე როგორც ყველა ქართველი მეომარი, ვინც 2008 წელს გმირულად დადო თავი საქართველოსთვის, შეცდომაში შეიყვანეს. ჩვენ, ჯერ საქართველოს წევრი თადარიგის ოფიცრები და ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანები, გენერლებიდან სერჟანტ, კაპრალ, რიგითებამდე, შეფიცულები საქართველოსთვის, არ დავუშვებთ პოლიტიკური პოზიციისთვის გამოგონილი დეზინფორმაციის გავრცელებას და სიმართლით დავიცავთ ქართული მუნდირის ღირსებას. არ დავუშვებთ ტყუილით ქართული სიმამაცის ისტორიის წაშლას. ჩვენ სამშობლოს არვის ვართმევდით, არამედ გვეცილებოდა და დღემდე გვეცილება რუსეთი! და ეს ომი - დაიწყო რუსეთმა! ამრიგად მტრის ვინაობა და ქართული მხედრობის ვაჟკაცობა - აღარასდროს უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. სხვა ყველა კითხვას კი, საბოლოოდ უნდა გაეცეს პასუხი. დიდება გმირებს! დიდება ქართულ ჯარს! დიდება საქართველოს!" - წერია განცხადებაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)