|
2026-08-10 18:40:15, 1102 ნახვა
პოლიტიკა
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც აფხაზური პასპორტების აღიარებასა და აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლის გახსნას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, “აფხაზური პასპორტებისა და აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული სხვა დოკუმენტების აღიარების საკითხს აფხაზური მხარე წლების განმავლობაში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე აყენებს”.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება და საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე მუშაობას აგრძელებენ. „დღეს აქტიური და მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ძალების წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია განცხადებაში. 5 აგვისტოს თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში (TBMM) რამდენიმე ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა და აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, გადახედოს აფხაზეთის მიმართ მოქმედი „იზოლაციის პოლიტიკას“. სოხუმში ამ ნაბიჯს უპრეცედენტო უწოდეს. პრესკონფერენციის ორგანიზატორი იყო კამპანია „Stop the Isolation of Abkhazia“ („დაასრულეთ აფხაზეთის იზოლაცია“), რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის მონაწილეობით მიმდინარეობს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)