|
2026-08-10 15:42:56, 1151 ნახვა
პოლიტიკა
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში კობა ლიკლიკაძე იკითხება. ჟურნალისტებთან მან თქვა, რომ როცა აფხაზეთში იმყოფებოდა, ჯერ როგორც გაზეთ „საქართველოს“ კორესპონდენტი, ხოლო შემდეგ როგორც გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელი, არ ჰქონია ინფორმაცია „დატყვევების დროს აფხაზების დახვრეტის შესახებ“. „სრულიად მოულოდნელი იყო მისგან, წარსულში კომპეტენტური სახელმწიფო მოხელისგან ეს განცხადება. რეალურად იცოდა, რომ მსგავსი რამ იქ არ მომხდარა. აქ იმისთვის ვარ, რომ თუ გამოძიებას ექნება რაიმე შეკითხვა, ვუპასუხო იმ კომპეტენციისა და ცოდნის ფარგლებში, რაც გამაჩნია. ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ახლახან მეც მომივიდა და იმავე წუთში, როგორც კი დამირეკეს, პირდაპირი და გადაჭრით ბოდიში მოვიხადე ყველას წინაშე, ვინც ამის ადრესატი აღმოჩნდა ჩემი არასწორი შეფასებისა თუ ფაქტის დამახინჯების გამო. ეს ხდება, ადამიანები ვართ“, – თქვა ლიკლიკაძემ ტვ პირველის ეთერში 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას კობა ლიკლიკაძემ თქვა, რომ თითქოს 10 აგვისტოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექიმებმა დატოვეს და დაჭრილები მიატოვეს:
განცხადებას გამოეხმაურა ჰოსპიტლის ყოფილი თანამშრომელი, ანა ბოქოლიშვილი, რომელმაც ქრონოლოგიურად გაიხსენა როგორ და რა პირობებში მუშაობდნენ ომის დღეებში ექიმები. მისი თქმით, ცილისწამებაა, რომ მედპერსონალმა პაციენტები მიატოვა. მოგვიანებით, „ფორმულასთან“ საუბრისას ლიკლიკაძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ფრაზა არასწორი ფორმულირებით თქვა:
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)