|
2026-08-09 18:33:44, 1272 ნახვა
სამართალი
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინეს. შემთხვევა 30 აპრილს მოხდა. პროკურატურა ორივე მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 30 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოწყობილი იქნა ავტო რბოლა, რა დროსაც რბოლის მონაწილე ავტომობილის და რბოლის საყურებლად მისული მეორე ავტომანქანის მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო მართვა და ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მეორე ავტომობილის მგზავრებმა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები, მათგან ერთი არასრულწლოვანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ორივე ავტომანქანის მძღოლი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერს უწყება.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)