|
2016-04-06 18:14:49, 1492 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: როგორც არ უნდა უნდოდეს ეს მავანს, მე და ომბუდსმენი ერთმანეთს არ დავუპირისპირდებით
"როგორც არ უნდა უნდოდეს ეს მავანს, გარკვეულ ძალებს, მე და ომბუდსმენი არავითარ შემთხვევაში ერთმანეთს არ დავუპირისპირდებით",- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის კრიტიკას, რომ მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმა ნელი ტემპით მიმდინარეობს. "ომბუდსმენი არის ჩვენი პარტნიორი რეფორმებში და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ვეთანხმები იმაში ომბუდსმენს, რომ მაგალითად, კარგი იქნება, თუკი პარლამენტი იპოვიდა საკუთარ თავში ძალას იმისთვის, რომ მომავალ ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს მაინც შედგეს კვორუმი იმისათვის, რომ მესამე ტალღის მართლმსაჯულების რეფორმის მეორე მოსმენას ეყაროს კენჭი. კარგი ის არის, რომ მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, ჩვენ გავიმარჯვეთ, გაიმარჯვა რეფორმამ და პარლამენტში არამც თუ დაწყებულია ამ რეფორმაზე საუბარი, არამედ არის დასრულებული. ახლა მთავარია, პარლამენტმა შეძლოს კვორუმის მოგროვება და კენჭის ყრა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე, როგორც ეს მსურს მე, ბატონ უჩას და ნებისმიერ რეფორმატორ ძალას, მათ შორის " ქართულ ოცნებას" ამ ქვეყანაში, ეს კანონი შევიდეს ძალაში და შევძლოთ იმაზე ფიქრი, რომ საქმეები ვიღაცის ნება- სურვილით კიარ გადანაწილდეს, არამედ- სისტემის ელექტრონული ბრმად განაწილების წესით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)