|
2026-08-08 18:06:06, 1345 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - ნამდვილად, უტყუარად და არა მხოლოდ პოლიტიკურ, ემოციურ განზომილებებში, არამედ სამართლებრივადაც, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით. როგორც გვარამია განმარტავს, თუ ვინ დაიწყო ომი და როდის, დახურულია საერთაშორისო სასამართლოებისთვის და პოლიტიკური ინსტიტუციებისთვის. „აი, ამას შეიძლება მოყვეს ჩვენი ქვეყნისთვის ნეგატიური გაგრძელება საერთაშორისო სამართალში, პოლიტიკაში და გეოპოლიტიკაში და არა პოლიტიკოსის გაქცეულ სიტყვას. აი, ამაზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაში სჭირდება ამ კაცს ამის თქმა, ეს არის სრულიად გაუგებარი და ძალიან საეჭვო. რატომ გამოდის რევიზიონისტად ქართველი იმ თემაში, სადაც საქართველო სრულიად გამარჯვებულია და საკითხი, თუ ვინ დაიწყო ომი და როდის, დახურულია საერთაშორისო სასამართლოებისთვის და პოლიტიკური ინსტიტუციებისთვის (7 აგვისტოს საღამოს, რუსეთმა)”, - წერს გვარამია
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)