|
2026-08-08 14:26:58, 1276 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაესხმება თავს რუსეთთან არ დაკავშირებული გარკვეულ ნავთობტანკერებს, ასევე შავი ზღვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის გამოიყენება, იტყობინება Bloomberg აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. თანამდებობის პირის თქმით, შეთანხმება მიღწეული იქნა გასულ თვეში გემებზე თავდასხმების შემდეგ, რამაც ნავთობის ჩატვირთვა შეაჩერა. უკრაინამ შექმნა სპეციალური საკომუნიკაციო არხები, რომელთა მეშვეობითაც კომერციული გადაზიდვების კომპანიები შეძლებენ საჭირო ინფორმაციის გადაცემას და გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფას, განაცხადა ოფიციალურმა პირმა. მან ისაუბრა ანონიმურობის პირობით, რადგან შეთანხმება კონფიდენციალურია. შეთანხმება ეხება ინფრასტრუქტურას და გემებს, რომლებიც კრიტიკულია ყაზახური ნავთობის შავი ზღვის გავლით ექსპორტისთვის.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)