|
2026-08-04 13:07:51, 1462 ნახვა
პოლიტიკა
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
სინდისის პატიმარი ვეფხია კასრაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მას დაბადების დღე მიულოცა, მათ შორის მეგობრებს, თანამებრძოლებსა და ჟურნალისტებს. მისი თქმით, ყურადღება, რომელიც დაბადების დღეზე იგრძნო, უფრო უმძაფრებს განცდას, რომ "აუცილებლად გავიმარჯვებთ". "ციხის კედლებში, სადაც უსამართლოდ გამომკეტა ივანიშვილის რეჟიმმა, ორმაგად სასიხარულო ყოფილა ამდენი მოლოცვის მიღება. მადლობა ყველა, ყველას, ყველას ვისაც გახსოვართ!!! ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს, ჟურნალისტებს... განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ღირსეულ და თავდადებულ ადამიანებს გიორგი თარგამაძეს, ინგა გრიგოლიას, და სოფო ზურაბიანს, ეკრანიდან თქვენი მოლოცვა და გამოჩენილი ყურადღება სასიამოვნო მოსასმენი იყო. მადლობა! მწამს, რომ ძალიან მალე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად გამარჯვებულები თავისუფლებაზე შევხვდებით. რუსული რეჟიმი ივანიშვილის თაოსნობით უნდა დამარცხდეს!", - ვკითხულობთ წერილში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)