|
2026-08-03 15:27:08, 301 ნახვა
პოლიტიკა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე ქართული ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინეს. განცხადების თანახმად, შეპასუხებაში საია უთითებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი არგუმენტები მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. "საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2026 წლის იანვარში სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო საიას მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვა, რომელიც შეეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევასა და საარჩევნო დავებზე სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების არარსებობას. საიას მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენილი საჩივარი თავისი სამართლებრივი მნიშვნელობით პრეცედენტულია, რადგან სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი კენჭისყრის ფარულობის დარღვევები და არჩევნებთან დაკავშირებული დავების განხილვის ეფექტიანობა კონვენციის სტანდარტების ჭრილში. საქმის მნიშვნელობას ასევე ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოს მითითება, რომ მას შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიენიჭოს. ხაზგასასმელია, რომ სტრასბურგის სასამართლოს აქამდე არასდროს ჰქონია საქმე, სადაც პირდაპირ შეფასდებოდა სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულებები, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს მან ხმის ფარულობა უშუალოდ კენჭისყრის პროცესში, მით უმეტეს - თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პირობებში. საიას საჩივარში დასაბუთებულია, რომ არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ვალდებულებები სათანადოდ ვერ შეასრულა, რამაც მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი. ამასთან, საჩივარში აღნიშნულია, რომ საარჩევნო დავების განხილვის პროცესში დაირღვა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებებით სარგებლობის უფლება, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესის გამო, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავებზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს. საიას მიერ 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმე წარდგენილია მხოლოდ ორი მომჩივნის სახელით - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფიზიკური პირის მიერ. სტრასბურგის სასამართლომ საიას საჩივარი კიდევ სხვა ორ საჩივართან გააერთიანა. საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, საჯარო სივრცეში ვრცელდებოდა მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია, თითქოს საიამ აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, რაც სტრასბურგის სასამართლოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურმაც დაადასტურა „მითების დეტექტორის“ მიმართვის საპასუხოდ, ამავე სამსახურმა აღნიშნული დაადასტურა საიასთან უშუალო კომუნიკაციის სახითაც. სასამართლოს საიას მიერ გაგზავნილი წერილობითი პოზიციით მიეწოდა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებითაც. შეპასუხებაში საია უთითებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი არგუმენტები მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. საია დავობს, შემდეგი მიმართულებებით:
სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის არჩევნებზე საიას საჩივრის არსებითი განხილვა 23 იანვარს დაიწყო. საიამ წარდგენილ საჩივარში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში 2025 წელს გაგზავნა, მიუთითა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვისას დაირღვა დავების ერთიანი მექანიზმით განხილვის უფლება. ორგანიზაცია ასევე დავობდა, რომ კანონმდებლობაში არსებული განაწესი, რომელიც ზღუდავს საარჩევნო დავაზე საჩივრების წარდგენის შესაძლებლობას, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)