|
2026-08-03 14:01:45, 1613 ნახვა
პოლიტიკა
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, გიორგი აბრამიშვილი ადასტურებს, რომ „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც გიორგი აბრამიშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ აცხადებს, ზარდიაშვილი საკუთარი სურვილით გადადგა, ახლა კუთვნილ შვებულებაშია და შვებულების დასრულების შემდეგ „წავა“. “შვებულებაშია ახლა და მერე წავა. არ მგონია, მისი წასვლა სემეკს უკავშირდებოდეს. სემეკის დასკვნას არ ვეთანხმები, იქ სუბიექტურ მიზეზებზეა საუბარი. ის ვერ იქნება, რომ ზარდიაშვილის ბრალია, რომელიც 1 წელია აქ არის. ის, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს ჩვენს ხაზებს, ათეულობით წლებია, ერთი პიროვნების ბრალი ვერ გახდება. სემეკის შეფასება ობიექტური არ იყო და ეს ზარდიაშვილმაც იცოდა, ამიტომ ეს [მისი წასვლის მიზეზი] ვერ გახდებოდა. საქართველოში იმყოფება როგორც ვიცი. ძალიან ეფექტურ მენეჯერად მივიჩნევ და ადამიანად, რომელმაც დიდი ხნის არეული სისტემა დაალაგა და გამჭვირვალე გახადა“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა. ინფორმაციისთვის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის, ვანო ზარდიაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, 2 აგვისტოს გავრცელდა. მიზეზად ქვეყანაში 24-25 ივლისს ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა დასახელდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)