18:25 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-01 19:35:27, 3795 ნახვა

ევროპის ამბები
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ესპანეთის ანკლავის, სეუტას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის არც ერთი მიგრანტი ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკზე ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოხვედრა.

მისი თქმით, ესპანეთისა და მაროკოს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის წყალობით, მასობრივ საზღვრის დარღვევაში მონაწილე პირთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დაბრუნდა მაროკოში.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ სეუტაში კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა ევროკავშირის გარე საზღვრების კონტროლის მნიშვნელობა, თუმცა არსებული სისტემა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. მან ასევე მოუწოდა ინციდენტის ანალიზისკენ, რათა გაუმჯობესდეს ევროპის მზადყოფნა მსგავსი სიტუაციებისთვის მომავალში.

ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკომისიამ თავიდანვე შესთავაზა დახმარება ესპანეთს და მიესალმება ევროკავშირის რამდენიმე ლიდერის ინიციატივას, ჩაატარონ საგანგებო ვიდეოკონფერენცია სიტუაციის განსახილველად.

„არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს სოლიდარობას და ერთიან ევროპულ რეაგირებას“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics