|
2026-08-01 12:45:50, 1715 ნახვა
სამართალი
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციითვე, ბრალდებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა თავს და თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ამის შემდგომ ბრალდებული იმავე პირებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სახელით კვლავ უკავშირდებოდა, ატყობინებდა, თითქოს მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკვისა და ანგარიშებზე არსებული თანხები ჩამორთმევის საფრთხის წინაშე იყო. აღნიშნულის თავიდან აცილების საბაბით, მოქალაქეებს სთავაზობდა, ნაღდი ფული წარმომავლობის დადგენის მოტივით მის მიერ გაგზავნილი შუამავლისთვის გადაეცათ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა თავს და თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა. ამის შემდგომ ბრალდებული იმავე პირებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სახელით კვლავ უკავშირდებოდა, ატყობინებდა, თითქოს მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკვისა და ანგარიშებზე არსებული თანხები ჩამორთმევის საფრთხის წინაშე იყო. აღნიშნულის თავიდან აცილების საბაბით, მოქალაქეებს სთავაზობდა, ნაღდი ფული წარმომავლობის დადგენის მოტივით მის მიერ გაგზავნილი შუამავლისთვის გადაეცათ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილ 48 983 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)