|
2026-07-31 17:32:56, 3639 ნახვა
ევროპის ამბები
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ევროპარლამენტი აპირებს FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მოსმენებზე დაიბაროს მის საკამათო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების დაშვებას ეხება, რამაც საფეხბურთო სამყაროში მწვავე რეაქცია გამოიწვია და ევროპული საფეხბურთო ასოციაციებს აიძულა, შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტით დაემუქრონ. Euronews-ის ცნობით, ინფანტინოს მოეთხოვება პირდაპირ უპასუხოს კანონმდებლების კითხვებს, „გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების სულისკვეთებით, რომელსაც თავად FIFA-მ საჯაროდ დაუჭირა მხარი“. გეგმა ითვალისწინებს FIFA-ს შეჯიბრებების ორგანიზებისთვის ახალი კომპანიის შექმნას და აქციების 20%-მდე გაყიდვას გარე ინვესტორებისთვის, მათ შორის ჯოშუა კუშნერისთვის, რომლის ძმა ჯარედი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძეა. FIFA ამტკიცებს, რომ ყველა ეროვნულ ასოციაციას უნდა შეეძლოს გეგმის განხილვა „ღია და დემოკრატიული“ კონსულტაციების გზით და ამჟამად ეწინააღმდეგება ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (UEFA) და ჩრდილოეთ, ცენტრალური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის (CONCACAF) მოწოდებებს პროექტის შეჩერების შესახებ. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეშფოთებულნი არიან FIFA-ს პროექტით. ისინი ინფანტინოს FIFA-ს არასწორ მართვაში ადანაშაულებენ. ევროპარლამენტარები შეშფოთებულნი არიან ამ გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციების არარსებობით, ასევე იმ ფაქტით, რომ ის 2027 წლის ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოცხადდა. ინფანტინომ უკვე გამოაცხადა ხელახალი არჩევნებში მონაწილეობის განზრახვა.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)