16:18 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-31 15:35:42, 252 ნახვა

მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

"ავტომობილები შემოვლას შეძლებენ ივანე მაჩაბლის, გიგა ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილისა და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩების გამოყენებით. ასევე, ლეონიძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომანქანებით გადაადგილება დროებით შესაძლებელი იქნება სულხან-საბას ქუჩაზე.

აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები - N316, 324, 364, 374, 380, 382, 383, 390 და მიკროავტობუსები - N408 და 541) ლეონიძის ქუჩიდან იაშვილის ქუჩის მიმართულებით მაჩაბლისა და ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდება, რის შემდეგაც დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს." - წერია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics