09:04 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 15:16:19, 885 ნახვა

სამართალი
ლონდონის სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნო

ლონდონის სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნო და მის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.

მოსამართლე ჰოვარდ რიდლი თავის გადაწყვეტილებას 31 გვერდიან დოკუმენტში დეტალურად განმარტავს.

როგორც სამოტივაციო ნაწილშია ნათქვამი, საქართველოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და ექსტრადირების შემთხვევაში არსებობდა რისკი, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკური სპეკულაციისგან თავისუფალი არ იქნებოდა.

დავით კეზერაშვილის ადვოკატის შოთა მინდელის თქმით, სამოტივაციო ნაწილში საუბარი მხოლოდ კეზერაშვილზე არ ყოფილა.

"მათ შორის საუბარი არ არის მხოლოდ კეზერაშვილზე, აქ მოყვანილია მთელი მონაცემები წინა ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებისა, რომლებიც დღემდე განიცდიან პოლიტიკურ დევნას“, - განაცხადა მინდელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics