|
2026-07-30 13:08:00, 1229 ნახვა
საზოგადოება
თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ლაბორატორიები და გაფართოებული კლინიკური ბაზა - თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" ინფრასტრუქტურა გააფართოვა. პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიამ გახსნა ვეტერინარული მედიცინის სასწავლო კორპუსი, ააშენა სტუდენტური კამპუსები, შეიძინა წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აგრძელებს. პროექტების შედეგად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთიანდება. "ევროპის უნივერსიტეტი" საერთაშორისო კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სტუდენტები მსოფლიოს 130-მდე ქვეყნიდან სწავლობენ. უნივერსიტეტი 5 ფაკულტეტს აერთიანებს, სასწავლო პროცესი კი ქართულ და ინგლისურ ენებზე ხორციელდება. "ევროპის უნივერსიტეტი" კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სიმულაციური ცენტრებით გამოირჩევა. სტუდენტებს ხელმისაწვდომობა აქვთ თანამედროვე ლაბორატორიებთან, ინოვაციურ სამედიცინო და სასწავლო ტექნოლოგიებთან, მათ შორის: 3D ანატომიურ მაგიდასთან, ვირტუალური პაციენტების სიმულაციის პლატფორმებთან, VR ლაბორატორიასთან და სხვა მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებთან. პრაქტიკული სწავლება უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. მედიცინის, სტომატოლოგიისა და ვეტერინარული მედიცინის პროგრამების სტუდენტები კლინიკურ პრაქტიკას როგორც უნივერსიტეტის კლინიკურ ბაზებზე (ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, EU დენტი), ისე პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში გადიან, რაც მათ საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. თიბისი უკვე 10 წელზე მეტია "ევროპის უნივერსიტეტთან" პარტნიორობს და საერთო პროექტებს ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებთან ერთადაც ახორციელებს, როგორებიცაა: ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ქუთაისში. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით ბანკი ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე სასწავლო და სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მაღალი სტანდარტების დანერგვას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სექტორებში.
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ივანიშვილის მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის
სოჭში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, უკრაინამ S-400 სარაკეტო სისტემას შეუტია.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)