|
2026-07-29 20:59:00, 2222 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის შემდეგ, რეგიონული განვითარების სამინისტროს არსებობის საჭიროება აღარ იქნება, რის გამოც უწყება სექტემბერში გაუქმდება. კობახიძის ინფორმაციით, მოქმედი მინისტრი კახა გულედანი საქმიანობას საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს. "ოცნების" პრემიერმა კახა გულედანს მინისტრის რანგში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მაღალი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება გამოავლინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობის დასაწესებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. ამ ცვლილებების ძალაში შესვლამდე, სექტემბრის პირველ კვირამდე, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას მამუკა მდინარაძე შეასრულებს. ამასთან, კობახიძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სექტემბრის პირველ კვირაში, კანონის საფუძველზე, გაუქმდება, ხოლო მანამდე აღნიშნული პოზიცია ვაკანტური დარჩება. "ოცნების" პრემიერმა პარლამენტს მიმართა თხოვნით, მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილოს და დაამტკიცოს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)