|
2026-07-29 19:56:17, 2326 ნახვა
პოლიტიკა
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბექა შონიასთვის სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღების მოთხოვნა. მათი ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიუშენის დისტროფიის მქონე პირმა საკუთარი და მსგავსი დიაგნოზის მქონე პირებისათვის, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მოიპოვა სამედიცინო მომსახურება და სასიცოცხლოდ აუცილებელი აპარატი, მიმართვიდან 1 თვის განმავლობაში. "იბრძოლეთ, აუცილებლად გამოგივათ" - ბექა შონია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებადამცველი, 29 ივლისი, 2026 წელი. ესწუთია თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დროებითი ღონისძიების გამოცემის გზით, დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღების მოთხოვნა. ბექა შონია 5 წელია ვერ გამოდის სახლიდან, გარემოს მიუწვდომლოიბის გამო ვერ იღებს ვერანაირ სამედიცინო მომსახურებას, ხოლო სუნთქვის აპარატის საყიდლად მისმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა გაყიდა. ბექამ სასამართლოს თავის უფლებების დასაცავად 2026 წლის მაისში მიმართა და თავად მონაწილეობდა სასამართლო სხდომებში ონლაინ ჩართვის გზით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიუშენის დისტროფიის მქონე პირმა საკუთარი და მსგავსი დიაგნოზის მქონე პირებისათვის, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მოიპოვა სამედიცინო მომსახურება და სასიცოცხლოდ აუცილებელი აპარატი, მიმართვიდან 1 თვის განმავლობაში. აღნიშნული პრეცედენტი საშუალებას მისცემს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ისარგებლოს ანალოგიური მომსახურებით, აგრეთვე სასამართლოსთვის მიმართვის გზით. PHR- ის ადვოკატები, პარტნიორ ორგანიზაცია Validity Foundation-თან ერთად აგრძელებენ შშმ პირთა თანასწორობისთვის ბრძოლას და სისტემური ცვლილებების განხორციელებას მართლმსაჯულების გამოყენებით. ბექა შონიას საქმის განხილვა გაგრძელდება მის მიერ განცდილი ზიანის სრულად ანაზღაურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში ძირეული ცვლილებების მიღწევამდე, დიუშენის დისტროფიის მქონე ყველა პირის უფლებების დაცვის მიზნით!" - ნათქვამია PHR-ს განცხადებაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)