22:42 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-29 16:05:36, 1711 ნახვა

საზოგადოება
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.

თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბერძენიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საბჭოს რვა წევრმა, ხოლო ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, თინათინ ბერძენიშვილმა წარადგინა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის საფუძველზე, ექვსი წლის ვადით ნიშნავს.

თინათინ ბერძენიშვილი ამ თანამდებობაზე პირველად 2020 წლის 25 სექტემბერს, ექვსი წლის ვადით აირჩიეს. შესაბამისად, მისი ამჟამინდელი ვადა 2026 წლის 25 სექტემბერს იწურება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics