|
2026-07-28 13:44:06, 1160 ნახვა
საზოგადოება
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
„ემპი დეველოპმენტმა“ წარმატებით განათავსა 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის 1-წლიანი ფასიანი ქაღალდები. ემისია 57 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. განთავსების აგენტები თიბისი კაპიტალი და გალტ & თაგარტი იყვნენ. ობლიგაციები საქართველოს ეკონომიკისგანვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრისმხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა.ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება თბილისისსაფონდო ბირჟაზე იგეგმება. ობლიგაციების ინვესტორები ფიზიკური პირები არიან. აშშ დოლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების კუპონმა 7.50% შეადგინა, ევროს ტრანშის კუპონი კი 6.50%-ით განისაზღვრა. მოზიდული სახსრები არსებული ობლიგაციების რეფინანსირებასა და სამომავლო პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. აღნიშნული ტრანზაქციით კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების ხარჯები და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეძლო დამატებით სახსრების მოზიდვა სამომავლო პროექტების განსახორციელებლად. „ვულოცავ „ემპი დეველოპმენტს“ მორიგ წარმატებულ ტრანზაქციას. კომპანია აქტიური ემიტენტიასაქართველოს კაპიტალის ბაზარზე და მოცემული ემისიის გათვალისწინებით, განთავსებული აქვს 29 მილიონ აშშ დოლარსა და 8 მლნ ევროზე მეტი მოცულობის ობლიგაციები. მოხარული ვარ, რომ აქტიურად ვპარტნიორობთ და თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მე-4 და მე-5 ემისიებიგანვახორციელეთ. შედეგად, ერთობლივად ვაგრძელებთ ადგილობრივი სავალო კაპიტალის ბაზრის განვითარებას. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალი უკვე ექვს კომპანიას დაეხმარა ფინანსური რესურსების მოზიდვაში. ჯამში, 10 ტრანზაქციის ფარგლებში 400 მილიონი ლარის კორპორაციული ობლიგაციები განვათავსეთ. შედეგად, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას და ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე 60%-იანი წილი გვიჭირავს“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი. „მინდა მივულოცო „ემპი დეველოპმენტს“ 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს ჩვენი რიგით მეორე წარმატებული თანამშრომლობაა. პროგრამით პირველად სარგებლობისას კომპანიამ სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რაც ახალი ემიტენტების კაპიტალის ბაზარზე შემოსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი ინსტრუმენტი ხდება და სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. კორპორაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, - ირაკლი გაბრიაძე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორი. „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, წელს კიდევ ერთხელ, წარმატებით განვახორციელეთ ობლიგაციების ემისია. „ემპიდეველოპმენტის“, როგორც აქტიური და წარმატებული ემიტენტის მიმართ ინვესტორების მაღალმა ნდობამ და კომპანიის მიერ წარმატებით განხორციელებულმა წინა ემისიებმა შესაძლებლობა მოგვცა, წელს ბაზარს კიდევ უფრო მასშტაბური შეთავაზებით დავბრუნებოდით. შედეგად, 57 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განვათავსეთ 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს ობლიგაციები. „ემპი დეველოპმენტის“ გუნდის სახელით, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის თიბისი კაპიტალს, გალტ ენდ თაგარტსა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას - მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ემისიის წარმატებით განხორციელებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ემისიის მიმართ ინვესტორების ინტერესი კვლავ მაღალია. ამასთან, სასიხარულოა, რომ არსებულმა ინვესტორებმაც გამოხატეს ახალ ემისიაში მონაწილეობის სურვილი, რაც კომპანიის მიმართ მაღალი ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიისადმი პოზიტიური შეფასების კიდევ ერთი დასტურია. „ემპიდეველოპმენტი“ უკვე 14 წელია თანმიმდევრულად და სტაბილურად ვითარდება. გვჯერა, რომ სწორედ ეს თანმიმდევრულობა და მიღწეული შედეგები განაპირობებს ბაზრის მზარდ ნდობას ჩვენი კომპანიის მიმართ“, - პაპუნა კაციტაძე, „ემპიდეველოპმენტის“ დირექტორი.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)