|
2026-07-28 12:37:36, 1391 ნახვა
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ 21.5 მილიონი ლარის ოდენობის ფულის გათეთრების სქემა გამოავლინა
საქართველოს პროკურატურა ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოვლენის შესახებ იუწყება. განსაკუთრებით დიდი მასშტაბის ფულის გათეთრებისთვის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ხუთი იურიდიული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პროკურატურის პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ თანხების გასათეთრებლად, ბრალდებულებმა, ფაქტობრივი საქმიანობის წარმოების განზრახვის გარეშე, საქართველოში კომპანიები დაარეგისტრირეს და ყალბი დოკუმენტებისა და ფიქტიური გადახდის მიზნების გამოყენებით, საზღვარგარეთიდან სხვადასხვა ვალუტაში უკანონო და დაუსაბუთებელი თანხები, სულ 21,5 მილიონი ლარის ოდენობით, სხვადასხვა ვალუტაში გადარიცხეს. თანხების გასათეთრებლად, ზემოაღნიშნულმა პირებმა, ასევე ფიქტიური გადახდის მიზნებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს საზღვარგარეთ საქართველოს საბანკო ანგარიშებზე დაგროვილი თანხების მცირე ნაწილი. უკანონო აქტივების ძირითადი ნაწილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩამოართვეს. „ბრალდებულების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი მასშტაბით ფულის გათეთრებისთვის. ეს დანაშაული ფიზიკური პირებისთვის 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირებისთვის - ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართავს ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათზე ძებნილთა სიაში შევა. გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა ჩაატარებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს ჩამორთმეული აქტივების - დაახლოებით 14 მილიონი ლარის ეკვივალენტის უცხოური ვალუტის, ასევე 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების - სახელმწიფოს სასარგებლოდ დასაბრუნებლად“, - განაცხადა საქართველოს პროკურატურამ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)