|
2026-07-24 12:33:24, 871 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტმა, რუსეთის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა არკადი დვორკოვიჩმა უფლებამოსილება შეიჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშირის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა. 2026 წლის 23 ივლისს ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციების 21-ე პაკეტი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის მხარდაჭერის გამო 200-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო. FIDE-ს ოფიციალურ ვებგვერდზე 23 ივლისს ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში არკადი დვორკოვიჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას „უკანონოდ და უსამართლოდ” მიიჩნევს და მის დაუყოვნებლივ გასაჩივრებას გეგმავს. „სანამ სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილება იქნება, დაწესებულმა სანქციებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს FIDE-ს სტაბილურად ფუნქციონირებას, რის გამოც ვიღებ გადაწყვეტილებას, შევიჩერო პრეზიდენტის უფლებამოსილება.“ — არკადი დვორკოვიჩი. დვორკოვიჩის ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად უკვე დაამტკიცა FIDE-ს საბჭომ. სასამართლო დავების დასრულებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, ინდოელი დიდოსტატი და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი შეასრულებს. არკადი დვორკოვიჩი, რომელიც წარსულში რუსეთის ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის თანაშემწის პოსტებს იკავებდა, FIDE-ს სათავეში 2018 წლიდან დგას. ევროკავშირის ახალი შეზღუდვები ეხება ბანკებს, კრიპტოვალუტის კომპანიებს, ნავთობით ვაჭრობის პლატფორმებსა და სხვა სტრატეგიულ სუბიექტებს (მათ შორის, სანქციები დაუწესდა ყულევის ქარხანასაც, რომლის შეზღუდვებიც „6 თვის შემდეგ“ ამოქმედდება).
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)