|
2026-07-23 19:35:24, 2198 ნახვა
პოლიტიკა
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოში დადასტურდა, რომ იგი ჩართული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობაში, რომელთა მფარველობის სანაცვლოდაც გრიგოლ ლილუაშვილმა 2021-2022 წლებში, ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით, ქრთამის სახით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო. უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლების გათეთრების მიზნით, ანდრია ლილუაშვილი თანხებს საბანკო ანგარიშებზე ათავსებდა, აბანდებდა კომპანიებში და ყიდულობდა ქონებას საქართველოოოსა და საზღვარგარეთ. განაჩენის შესაბამისად, ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით შეძენილი 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 უძრავი ქონება, 17 ავტომობილი, 125 დასახელების ძვირფასეულობა თუ ნახატი და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები.
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)