|
2026-07-23 17:10:48, 2269 ნახვა
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში გუშინ, 22 ივლისს მომხდარ მოვლენებს ეხმაურება. „სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს. მშვიდობასთან დამარცხებულები ყველა შემთხვევას იყენებენ ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის." - წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში. *** გუშინ, 22 ივლისს, ბათუმში ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩის კვეთაზე სროლა იყო. Ajara Times-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყებოდა, რომ ადგილზე მისულმა ნიღბიანმა პირმა 10-მდე ტყვია გაისროლა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაჭრეს. ის კლინიკაში გადაიყვანეს. *** ამასთან, გუშინ, 22 ივლისს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სროლა იყო. ბრალდებულმა, რომელიც უკვე დაკავებულია, 4 პირი დაჭრა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია, მათგან ერთი კი, კლინიკაში გარდაიცვალა. ამასთან, შსს აცხადებს, რომ ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია - მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. *** გუშინ, 22 ივლისს პროპაგანდისტული შეტევის შემდეგ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. კადრებში ისმოდა, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. სავარაუდოდ, თავდასხმა ონისე ოქრიაშვილის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენებას უკავშირდება. პროპაგანდა უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამის გამო აქტივისტის დისკრედიტაციას ეწევა.
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)