|
2026-07-23 15:39:11, 1518 ნახვა
საზოგადოება
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ბათუმში დაჭრილი 30 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს” ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მას ოპერაცია ჩაუტარდა. „30 წლის მამაკაცს ტყვიები კიდურებსა და მუცლის არეში ჰქონდა მოხვედრილი. რთული ოპერაცია ჩაუტარდა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული და მდგომარეობა მძიმედ ფასდება”,- განაცხადეს კლინიკაში. ცნობისთვის, გუშინ ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან, სავარაუდოდ, მოპედით მიიმალა. ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 19.108 და 236-ე, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)