|
2026-07-23 13:55:08, 927 ნახვა
პოლიტიკა
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე, შანიძისა და ხორავას ქუჩის კვეთაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გაირკვა, რომ ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ექიმი გიორგი ვარშანიძე ამბობს, რომ პაციენტს მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში ჰქონდა დაზიანება, რის შემდეგაც მოხდა თითის ამპუტაცია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. "23 რიცხვში, 00:34-ზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი. დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ამპუტირებული იყო თითი. მარჯვენა მტევნის არეშიც იყო, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები იყო პაციენტთან. ჩატარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან გადავიდა საოპერაციო ბლოკში, ამ წუთას იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე, სტაბილური მდგომარეობაა პაციენტთან. გონზეა, კონტაქტურია [პაციენტი]. ჩვენთან განყოფილებაში [ჩვენება] არ მიუცია, დანარჩენი არ ვიცი. ადგილზე არიან [შსს-ს თანამშრომლები], მათ მიერ იქნა მოყვანილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახლდნენ თან და მას შემდეგ აქ არიან, პალატაშია ბადრაგთან ერთად. 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშაა. სავარაუდოდ, ხვალ გავწერთ. წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ, როგორც პაციენტის მდგომარეობა იქნება", - თქვა ექიმმა. 22 ივლისს ხორავასა და შანიძის ქუჩის კვეთაზე სროლა იყო. მოგვიანებით, გაირკვა, რომ სროლისას 4 ადამიანი დაიჭრა - მათ შორის ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. ამასთან, დაიჭრა გამვლელი ქალი, ბრმა ტყვიით. შსს-ს თანახმად, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&T
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)